არიენ რობენი - დატანჯული, მაგრამ იმედიანი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა იმედი გამოთქვა, რომ დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება მოედანზე და შეძლებს 28 აპრილს, გერმანიის თასის ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ თამაშს.

მარტში რობენმა მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო, რომელიც იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

"კარიერაში ბევრი ტრავმა მქონდა, მაგრამ ეს რაღაც ახალია. ამ დაზიანებით ფიზიკურად სრულიად უმწეო ხარ. შეუძლებელია ნორმალურად ადგომა, დაჯდომა, სიარული - მუდმივად ტკივილს გრძნობ.

ახლა შედარებით იოლად არის ყველაფერი. უკვე შემიძლია ველოსიპედით სეირნობა, რამდენიმე დღეში კი მსუბუქ რბენას დავიწყებ. ჯერჯერობით ზუსტად არავის შეუძლია
იმის თქმა, როდის დავბრუნდები მოედანზე.

პირადად მე იმედი მაქვს, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალისთვის მზად ვიქნები. ძალიან მიხარია, რომ გუნდმა შეძლო მეოთხედფინალში "ლევერკუზენის" დამარცხება. იმედია, "პორტუს" წინააღმდეგაც კარგად ვითამაშებთ", - ამბობს ჰოლანდიელი "ბილდთან" კომენტარში.

რობენმა მუცლის კუნთი 22 მარტს, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩის პირველ ტაიმში დაიზიანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული