რონალდოზე შეყვარებულმა ჩილელმა მოდელმა თავისი ეროტიკული ფანტაზიები აღწერა [PHOTO]

AutoSharing Option
ჩილელი მოდელი დენიელა ჩავესი კრიშტიანო რონალდოზე უგონოდააა შეყვარებული და ამას აღარ მალავს. ახლახან გოგონამ თავის ბლოგზე გულახდილად დაწერა თავის გრძნობებსა და ეროტიკულ ფანტაზიებზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს უკავშირდება და ამით უმალ მედიის ყურადღება მიიპყრო.

სიყვარულით ალმოდებული დანიელა იმედოვნებს, რომ სურვილებს ოდესმე აისრულებს.

"ხშირად ვოცნებობ მასზე, რადგან იდეალური სხეული აქვს. ზოგჯერ სპორტულ საიტებზე შევდივარ, რათა თვალი შევავლო.

ის "რეალის" ფეხბურთელია. დიახ, გამოიცანით, ეს კრიშტიანო რონალდოა - ჩემი ოცნებებისა და განუხორციელებელი ფანტაზიების გმირი.

მესიზმრება ხოლმე, როგორ ვიპარები "რეალის" გასახდელში და კუთხეში ვიმალები, რათა
ვერავინ შემამჩნიოს. სამაგიეროდ კარგად ვხედავ, როგორ შედის ის საშხაპეში. მეუფლება სურვილი, მივუახლოვდე, მაგრამ შიშისგან მუხლი მეკვეთება. თვალს ვადევნებ მის ყოველ მოძრაობას წყლის ჭავლში. ის მამჩნევს და თვალებით მაშიშვლებს. მე მივდივარ მასთან და ვიწყებთ ალერსს.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი შიშველი სხეული მის გვერდით შხაპში?... სამწუყხაროდ, ეს მხოლოდ ოცნებაა, თუმცა იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს ის ასრულდება", - წერს ჩავესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული