რუსეთისა და ყატარისთვის მუნდიალების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გერმანიაშიც სურთ

AutoSharing Option
გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი იმედს გამოთქვამს, რომ ფიფაში აგორებული კორუფციული სკანდალების გამო გადაიხედება 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობისთვის გამართული წილისყრის შედეგები, სადაც გამარჯვება რუსეთმა და ყატარმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

"ბლატერის გადადგომა მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს სასწრაფოდ ჩასატარებელი გამოძიებისთვის და იმისთვის, რომ ვითარებას ნათელი მოეფინოს. თუკი მასპინძელი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის პროცესში ქრთამი ფიგურირებდა, სრულიად ახალი გადაწყვეტილებებია მისაღები", - აქვეყნებს მაასის ნათქვამს Bild-ი.

მანამდე მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების
მასპინძელთა არჩევნების შედეგების გადახედვის ინიციატივით ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი გრეგ დაიკი გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია ფეხბურთის ფედერაციაც გამოვა ინიციატივით რომ ჩამოერთვათ 2018-2022 რუსეთს და ყატარს, მაგრამ ეს ჩვენი რუსეთუმე მთავრობა რუსეთს დაუჭერს მხარს
0
თუ მართლა კორუფციული გზით მოხდა რუსეთსა და ყატარზე მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მინიჭება,რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ჩამოერთვას მათ ეს უფლება და მიენიჭოს ის მართლაც ღირსეულს.ეს იქნება სიმართლე.მაგრამ ვის სურს რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ წასვლა?
Inga
20:53 03-06-2015
0

სიახლეები პოპულარული