კოპა ამერიკა. C ჯგუფი: ვენესუელამ და მექსიკამ ურუგვაი ჯგუფში ჩატოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები C ჯგუფში გაიმართა.

თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს ვენესუელამ და მექსიკამ, დააგროვეს 6-6 ქულა და ტურნირის პლეი ოფში თამაში ვადამდე გაინაღდეს. ჯგუფში ჩარჩნენ ურუგვაი და იამაიკა, რომლებიც ქულის გარეშე არიან...

თბილისის დროით 10 ივნისს, ფილადელფიაში, "ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე" გამართულ მატჩში ვენესუელის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით ურუგვაი დაამარცხა. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ხოსე სალომონ რონდონმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პასადენაში, "როუზ ბოულზე" გამართულ მატჩში მექსიკამ იამაიკას ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე მექსიკის
ნაკრები ანგარიშში ხავიერ ერნანდესმა დააწინაურა, მეორედ იამაიკელთა კარი კი 81-ე წუთზე ორიბე პერალტამ აიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო ტურში, 14 ივნისს, მექსიკა და ვენესუელა ითამაშებენ და ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ურუგვაი და იამაიკა დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
„თბილისის დროით 10 ივნისს...“ - მაგარია?!
0
კიდე კაი თბილისის დროით 2016 წელს რო არ დაწერენ
giga
10:46 10-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული