თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს ვენესუელამ და მექსიკამ, დააგროვეს 6-6 ქულა და ტურნირის პლეი ოფში თამაში ვადამდე გაინაღდეს. ჯგუფში ჩარჩნენ ურუგვაი და იამაიკა, რომლებიც ქულის გარეშე არიან...
თბილისის დროით 10 ივნისს, ფილადელფიაში, "ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე" გამართულ მატჩში ვენესუელის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით ურუგვაი დაამარცხა. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ხოსე სალომონ რონდონმა გაიტანა.
პასადენაში, "როუზ ბოულზე" გამართულ მატჩში მექსიკამ იამაიკას ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე მექსიკის
ბოლო ტურში, 14 ივნისს, მექსიკა და ვენესუელა ითამაშებენ და ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ურუგვაი და იამაიკა დაუპირისპირდებიან.