რენატო სანჩესი - ახალი ვარსკვლავი მეტსახელად ბულო

AutoSharing Option
* რენატო სანჩესი ევროპის ჩემპიონატების ფინალებში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა და ყველაზე ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონია.
* სანჩესი ევროპის ჩემპიონატამდე გახდა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი.

რენატო სანჩესი 18 წლისაა. გი რუს არ სჯერა, მაგრამ ალბათ, მაინც ასეა. ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა პასპორტის მიხედვით და როცა ოფიციალური დოკუმენტი ამას ამბობს, რა უფლება გვაქვს, რომ მას არ ვერწმუნოთ.

რენატო სანჩესი დიდებული იყო ევროპის ჩემპიონატზე. ბოლოს და ბოლოს, მან მიიღო ფერნანდუ სანტუშის ნდობა და ეს ნდობა შეირგო. რენატო ისე თამაშობს, რომ 18 წლის თინეიჯერი კი არა,
დაღვინებული ფეხბურთელი გეგონებათ.

ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, კლდესავითაა. წარმოუდგენელია, მას ბურთი იოლად წაართვა. იცის, როგორ უნდა გაამწვავოს სიტუაცია და გაიტანოს გოლი. მოკლედ, ჭაბუკს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ ვარსკვლავად იქცეს.

საინტერესოა, რომ რენატოს მამა პორტუგალიელი არ არის. მასაც რენატო სანჩესი ჰქვია და ის წარმოშობით პორტუგალიის ყოფილი კოლონიიდან, სან ტომე და პრინსიპიდანაა. ახლა ეს ქვეყანა დამოუკიდებელია.

რენატო სანჩესს არც დედა ჰყავს პორტუგალიელი. ის ამ ქვეყნის მეორე ყოფილ კოლონიას, კაპე ვერდეს წარმოადგენს. ბიჭი ლისაბონის გარეუბანში დაიბადა. ბებიამ მას თავიდანვე დაარქვა მას ზედმეტსახელი "ბულო" და სანჩესს ის დღემდე მოჰყვება.
ბიჭის დაბადების შემდეგ ძალიან მალე სანჩესების ოჯახი დაინგრა.

მამამისი სამუშაოდ საფრანგეთში გადავიდა და სანამ ის პორტუგალიაში არ დაბრუნდა (2002 წელს), რენატო პორტუგალიის რეგისტრირებული მოქალაქე არ იყო. სწორედ აქედან მოდის შეკითხვები მის ასაკთან დაკავშირებით.

რენატო სანჩესი "ბენფიკას" აკადემიაში აღიზარდა. 2014 წლიდან მან ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში დაიწყო თამაში. სულ მალე იუნიორთა ნაკრების ლიდერი "ბენფიკას" ძირითად გუნდში დაწინაურდა და ეს უკვე დიდი ამბავი იყო.

"წარმატება უცბად მოვიდა, მაგრამ მას ჩემთვის თავბრუ არ დაუხვევია. ვაგრძელებ შრომას და ვიცი, რომ ჩემში კიდევ არის მომატების პოტენციალი. ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. ყველაფერი წინ არის და ახლა გაორმაგებული შრომაა საჭირო." - ამბობს რენატო.

საინტერესოა, რომ თურმე ფეხბურთელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კოორდინაციაზე მუშაობას. ამადაცაა, მისთვის ბურთის ართმევა პრაქტიკულად შეუძლებელი რომაა.

ცოტა ხნის წინათ, სანჩესისათვის ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის ორი გოლიათი დაეხაჯა. "ბაიერნმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო ბრძოლა და ტალანტი თავისთან წაიყვანა. 18 წლის ბიჭი "ალიანს არენაზე" ეპიზოდური როლით არ დაკმაყოფილდება - ის იქ ევროპის ჩემპიონის რანგში მივიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე გარეგნობაზეც ეტყობა პორტუგალიელი რომ არაა
0
ეს ის არ არის 35 ბურთად რომ იყიდეს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული