საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "იუვეს" პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ მელბურნში ტურინის "იუვენტუსმა" ამხანაგურ საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა, ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე "ბებერმა" ქალბატონმა ასევე ექსპერიმენტული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხა.

პირველივე ტაიმში გაიტანეს პაულო დიბალამ და გუნდის ახალწვეულმა მეჰდი ბენატიამ. ლონდონელთა რიგებში თავი ერიკ ლამელამ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა პირველ მატჩში "მელბურნ ვიქტორისთან" პენალტების სერიაში დათმეს.

"ტოტენჰემი" კი ტურნირში ახლა ჩაერთო. მისი შემდეგი მეტოქე მადრიდის "ატლეტიკოა". ლონდონელთა რიგებში პირველად ითამაშეს ახალწვეულებმა, ვინსენტ იანსენმა და ვიქტორ მანიამამ. ინგლისური მედია მიიჩნევს, რომ მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონატის სასტარტო შემადგენლობაში მელბურნული 11-ეულიდან, საუკეთესო
შემთხვევაში, მხოლოდ სამ ფეხბურთელს დააყენებს.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ეს იყო ძალიან სასარგებლო მატჩი ბიჭებისთვის. პირველი 60 წუთი ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან მაინტერესებდა ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა. ბენატიამ და პიანიჩმა ბრწყინვალედ ითამაშეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს მათი დებიუტი იყო "იუვენტუსის" რიგებში".

* * *
წინა დღით პსჟ-მა 3:1 მოუგო მილანის "ინტერს". "მოგებით კმაყოფილი ვარ, კარგად ვიმუშავეთ. მოგება ყოველთვის სასიხარულოა, ამხანაგურ თამაშებშიც. თუმცა ამ მატჩში ჩემთვის შედეგი მთავარი არ იყო. ყველაზე მეტად ჩემი შეგირდების სათამაშო განწყობა და ფიზიკური კონდიციები მომეწონა", - განაცხადა "პარი სენ-ჟერმენის" ესპანელმა თავკაცმა უნაი ემერიმ.

ჩრ. ამერიკა
ინტერი-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 ორიე (14), 1:1 იოვეტიჩი (45-პენ), 1:2 კურზავა (61), 1:3 ორიე (87)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აზია
იუვენტუსი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 დიბალა (6), 2:0 ბენატია (14), 2:1 ლამელა (67)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული