![](https://sportall.ge/pictures/image31/45fed7d58ad8cecb1d9243646e97d9ac.jpg)
2 აგვისტოს, ვარჯიშიდან შინ ავტომობილით მიმავალი "მარიბორის" ფეხბურთელები ავტოკასტროფაში მოყვნენ. მანქანა გზაჯვარედინზე შუქნიშანს შეეჯახა. დარტყმის ძალა იმდენი დიდი იყო, რომ ავტომობილი ორ ნაწილად გაიყო. შედეგად, 21 წლის თავდამსხმელი ზორან ბალიაკი და 20 წლის მცველი დემიან მარიანოვიჩი დაიღუპნენ. მძიმე დაზიანებები მიიღო 20 წლის მეკარე ლიუბომირ მორავაცმა, ხოლო 19 წლის მცველი ზიგა ლიპუშჩეკი მსუბუქად დაშავდა.
"უეფა უსამძიმრებს "მარიბორსა" და სლოვენიის ფეხბურთის ასოციაციას ორი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.