საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მოსკოვში ოთხთა ფინალი ითამაშებს

AutoSharing Option
საქართელოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელ "ხიმკის" დაუპირისპირდება. მანამდე ერთმანეთს პოლონური "ვლადსლავოვო" და ბელარუსული "ცმოკი-მინსკი" შეხვდებიან. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ.

ქართველი კალათბურთელები მოსკოვში 14 აპრილს ჩავიდნენ, სასტუმრო "ალიანს გრინვუდში" დაბინავდნენ და საღამოს "ხიმკის" დარბაზში ივარჯიშეს.

საქართველოს ნაკრები:
დავით ლომიძე, დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი ცირიკიძე, გიორგი კორსანტია, გიგი გოგობერიშვილი, რატი ნუცუბიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ქავთარაძე
და გიორგი ჩაჩხიანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული