ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელ "ხიმკის" დაუპირისპირდება. მანამდე ერთმანეთს პოლონური "ვლადსლავოვო" და ბელარუსული "ცმოკი-მინსკი" შეხვდებიან. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ.
ქართველი კალათბურთელები მოსკოვში 14 აპრილს ჩავიდნენ, სასტუმრო "ალიანს გრინვუდში" დაბინავდნენ და საღამოს "ხიმკის" დარბაზში ივარჯიშეს.
საქართველოს ნაკრები:
დავით ლომიძე, დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი ცირიკიძე, გიორგი კორსანტია, გიგი გოგობერიშვილი, რატი ნუცუბიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ქავთარაძე