აღნიშნული ნაკრები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა შორის, რომელსაც გასულ სეზონში მიღწეული წარმატება უმაგრებს ზურგს და ევროპულ ასპარეზზე წარმატების მიღწევის ჯანსაღი ამბიციაც გააჩნია.
20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ სეზონში მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში და კონტინენტის წამყვან კლუბებთან ბრძოლაში საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში გამართული 15 მატჩიდან 11 მოიგო და გავიდა ოთხთა ფინალში, სადაც საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა.
20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა
20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.
20-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩების დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს 24 ივლისს, სლოვენიურ შეკრებაზე შეუერთდება.
20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი კორსანტია, დავით აფხაზავა, დავით ლომიძე, რატი ნუცუბიძე, ლუკა გიორგაძე, ლუკა ბულაშვილი, გოგა ბითაძე, გიორგი ცირიკიძე, ნიკა დარბაიძე, ტარიელ ზუზაძე, გიორგი თვალაბეიშვილი, ვილი ისიანი, ლევან ბაბილოძე, ვლადიმერ ფურცხვანიძე, ლევან გოგალაძე, ნიკა წირღვავა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით