- ძალიან ვინერვიულეთ, ხმა აღარ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედში ვლიდერობდით, მაინც უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით.
მასპინძელთა გუნდს ბევრი ქომაგი ჰყავდა, რომლებიც გამაყრუებლად ყვიროდნენ და ასე ცდილობდნენ, ჩვენი შეტევებისთვის ხელი შეეშალათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- რის ხარჯზე მოიპოვეთ ეს გამარჯვება?
- ბრძოლის ხარჯზე. ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა. მიუხედავად დიდი ტექნიკური წუნისა, ბიჭებს შემართებას და გამარჯვებისკენ სწრაფვას ვერ დავუწუნებ.
იყო პერიოდები, როცა
- და მაინც, ძირითადად, ჩვენი გუნდი ლიდერობდა...
- ეს პრესინგის და დაცვაში კარგი თამაშის გამო მოხდა. ბიჭები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, რის გამოც ბევრი ენერგია ეხარჯებოდათ და ხშირად მივმართავდი ცვლილებებს. საბედნიეროდ, ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, თამაში არ გააფუჭა.
- ჩვენს გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, ბურთიც ყველა კალათბურთელმა ჩააგდო...
- როგორც გითხარით, ხშირ ცვლილებებს მივმართავდი, რაც პრესინგით იყო გამოწვეული. ასეთ დროს, როცა დაცვაში მჭიდროდ თამაშობ და ბურთს ჭრი, სწრაფი შეტევის შანსი ჩნდება. ამიტომაც, ხან ვინ აღმოჩნდებოდა ხოლმე პირველ შეტევაში, ხან ვინ. ქულებიც მეტ-ნაკლებად ყველაზე გადანაწილდა.
- ჩვენი მეტოქეების თამაში თუ ნახეთ?
- ახლა სწორედ ბოსნიისა და ესტონეთის შეხვედრას ვადევნებთ თვალს. ბოსნია 7 ქულით იგებს და როგორც ვატყობ, უკეთესი გუნდი ჰყავს. არც ესტონეთია სუსტი. ხვალ ბოსნიას ვხვდებით და ახლავე ვიტყვი, რომ რთული თამაში გველის.
- წარმატებული სტარტის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსები გაგვეზარდა...
- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო სამომავლოდ. სხვა თუ არაფერი, მასპინძელთა ნაკრებს მოვუგეთ, რომელსაც არც სუსტი შემადგენლობა ჰყავს და მხარდაჭერაც უდიდესი ჰქონდა. ამაზე ბევრად კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, ჯგუფში წარმატებულად გამოვიდეთ.
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო