18-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიასთან მარცხი იწვნია

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად ქართველებმა იბრძოლეს, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ის ჰოლანდია იყო, რომელმაც გუშინ, პირველ ტურში, ავსტრია 20 ქულით გაანადგურა. ჰოლანდიელები ქართველებს ასე იოლად ვერ მოერივნენ, თუმცა მიზანს მაინც მიაღწიეს - 71:60 მატჩის საბოლოო ანგარიში.

გუშინ ქართველებმა ესტონეთთან უხეიროდ შესრულებული საჯარიმო სროლების გამო წააგეს. დღეს ჩვენები უკეთესად ესროდნენ და ამ კომპონენტში ჰოლანდიელებს აჯობეს კიდეც, თუმცა ამჯერად მატჩის ბედი შორმა სროლებმა გადაწყვიტა. ორივე
გუნდმა 20-20 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა ჰოლანდიელებმა 3-ით მეტი სამქულიანი მიითვალეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა კი 21 ცდიდან მხოლოდ 2 შორი ტყორცნა ჩააგდეს.

პირველი მეოთხედი ჰოლანდიელებმა 19:9 მოიგეს და ამის შემდეგ ამ ლიდერობას ინარჩინებდნენ.

ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ჩამორჩენის 5-6 ქულამდე შემცირება, თუმცა ბოლო მეოთხედში გადამწყვეტი შტურმისთვის ძალები აღარ შერჩათ და 11 ქულით დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი კახა ტომარაძე გახდა, ხოლო ლუკა ზაქრაძემ 10 ქულა მიითვალა. ჰოლანდიელებს 20 ქულით დან როსენმიულერმა ულიდერა, ვან სუერსის ანგარიშზე კი 12 დაგროვდა.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 19 ივლისი
ჰოლანდია 71:60 საქართველო
19-9, 19-16, 14-17, 19-18

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული