საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მასპინძელ ესტონეთთან მატჩით დაასრულა.

დავით უსტიაშვილის გუნდმა ტურნირის ბოლო შეხვედრაც წააგო. თითქმის განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე ქართველებმა ესტონეთთან 70:79 ააგეს.

შეხვედრას ინტრიგა აკლდა, რადგან ორივე ეს გუნდი B დივიზიონში გავარდა და ამ მატჩით ტურნირის ბოლო 2 ადგილს ინაწილებდნენ. მასპინძლებმა საკუთარი ქომაგების თვალწინ მოინდომეს და საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. დავით უსტიაშვილმა ეროვნული ნაკრების კანდიდატი ოთო ფხაკაძე არ ათამაშა, ხოლო მეორე კანდიდატი რევაზ როგავა მოედანზე 6 უთი გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით საუკეთესო ირაკლი მიქელაძე გახლდათ, ნოდარ გოგოძემ
12 დააგროვა, ხოლო კახა ჯინჭარაძემ ტურნირზე თავისი პირველი ორმაგი დუბი მიითვალა - 12 ქულა, 13 მოხსნა. ესტონელთა შორის 20 ქულით საუკეესო მარტინ პაასოია გახლდათ.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 21 ივნისი
საქართველო 70:79 ესტონეთი
16:23, 23:21, 10:23, 21:12

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული