მიხეილ ბერუაშვილის გუნდის აქილევსის ქუსლი სიმაღლეა და ავსტრიელებთან სწორედ ამის გამო დაიჩაგრნენ. ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის 213-სანტიმეტრიან ცენტრ იაკობ პოლტს, რომელმაც 25 ქულითა და 16 მოხსნით საქართველოს ნაკრების დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.
რაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან ყველაზე ნაკლები ქულით წააგო.
ბერუაშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 1 ქულით ჩამორჩებოდა (27:28), თუმცა მე-3 პერიოდი ჩააგდო და წასაგებად გაიწირა. აღნიშნული მეოთხედი ქართველებმა 5:16 წააგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით ჩამორჩნენ.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 20 ივლისი
საქართველო 55:64 ავსტრია
14-19, 13-9, 5-16, 23-20
1. ესტონეთი 3 3/0 212/166 6
2. გერმანია 3 2/1 202/172 5
3. ჰოლანდია 2 2/0 136/105 4
4. ავსტრია 3 1/2 144/199 4
5. საქართველო 3 0/3 172/208 3
6. ნორვეგია 2 0/2 111/127 2
21 ივლისი
გერმანია - საქართველო 16:15
22 ივლისი
ნორვეგია - საქართველო 23:00
gbf.ge