16-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიასა და ბელგიაში 5 საკონტროლო მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

მორიგი საკონტროლო მატჩების გასამართად გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ჰოლანდიაში გაემგზავრა, საიდანაც ბელგიაში გადავა და საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

16-წლამდელთა ნაკრები 29 და 30 ივლისს ქალაქ ვირტში ჰოლანდიის ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავს. მეორე დღეს ქართველები ბელგიაში გაემგზავრებიან, სადაც ქალაქ ლიეჟის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ. საქართველოსა და ბელგიასთან ერთად ლიეჟის ტურნირში მონაწილეობას შვეიცარიისა და პორტუგალიის ნაკრებებიც მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა აქამდე 4 მოსამზადებელი მატჩი გამართა. 13 და 14 ივლისს ქართველებმა ტალინში ესტონეთის ნაკრებთან
მოგებ-წაგება გაცვალეს, ხოლო 17 და 18 ივლისს ბლაგოევგრადში ბულგარეთის ნაკრები ორჯერ დაამარცხეს.

ლიეჟის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებს და 7 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბოსნიაში გაემართება. B დივიზიონის "დ" ჯგუფში ქართველები ავსტრიასთან, ბელარუსთან, ჩეხეთთან, ლუქსემბურგთან და უნგრეთთან ითამაშებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული