ჰოლანდიამ ქართველ 16-წლამდელებს რევანში აუღო

AutoSharing Option
პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიასთან მეორე დაპირისპირება წააგო.

ქალაქ ვირტში საკონტროლო მატჩების გასამართად ჩასული ქართველები მასპინძლებს თითო მოგებ-წაგებით გაეყარნენ და დღეს გეზს ბელგიისკენ აიღებენ, სადაც მასპინძლებთან, შვეიცარიასა და პორტუგალიასთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ეს ყველაფერი არის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის შემადგენელი ნაწილი. კონტინენტის პირველობის B დივიზიონის მატჩები ბოსნიაში 8-18 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კი უკვე 6 გასვლითი საკონტროლო მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და 2-ში დამარცხდა.

ჰოლანდიელებთან მარცხი მწარე გამოდგა. წინა დღეს ქართველებმა მასპინძლებს ბოლო
მეოთხედში 16-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილეს და დამატებით დროში 68:65 მოიგეს, რისთვისაც ჰოლანდიელებმა ღირსეული რევანში აიღეს.

მესამე მეოთხედში, რიცა ჰოლანდია 57:49 იგებდა და ქართველებს წარმატების იმედი ჰქონდათ, მასპინძლებმა წარმოუდგენელი სპურტი მოაწყვეს.

ჰოლანდიამ დროის რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი, რომელიც მესამედან მეოთხე პერიოდში გაგრძელდა, 18:0 მოიგეს და 75:49 დაწინაურდნენ.

ბოლო მეოთხედი საქართველომ 2:26 წააგო და საბოლოოდ შეხვედრაც დიდი სხვაობით - 51:85 დათმო. აღსანიშნავია, რომ ქართველებს ამ მატჩში ის კალათბურთელები აკლდა, რომლებიც წინა მატჩში დაშავდნენ - გიგი გოგობერიშვილი, ზურაბ კერესელიძე, ბილი ალიევი.

არ უთამაშია არც გიორგი ცირეკიძეს, რომელიც გაციებულია. ქართველები ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს ჩავლენ, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ჰოლანდია. ვირტი. 30 ივლისი
ჰოლანდია 85:51 საქართველო
21:8, 21:24, 17:17, 26:2

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული