16-წლამდელთა ნაკრები: პორტუგალია და შვეიცარიაც მოვიტოვეთ

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონისთვის მზადება ბელგიის ქალაქ ლიეჟში დაასრულა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ოთხთა ტურნირში მონაწილეობდა და მასპინძელი ბელგიელების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წამებზე ბელგიასთან ექვსი ქულის სხვაობით რომ დამარცხდა, უკვე მოგახსენეთ. დღეს ბოლო ორ მატჩზე შევჩერდებით, რომლებიც ქართველთა გამარჯვებებით დასრულდა.

ლიეჟის ოთხთა ტურნირი
ბელგია-საქართველო 67:61
13:19, 22:18, 12:17, 20:7
ბელგია: აკიაზილი (23ქ), ორტისი (10ქ), ბოჟანი (10ქ)...
საქართველო: ალიევი, კერესელიძე (3ქ), გოგალაძე (14ქ, 6მ), ცქიფურიშვილი (2ქ), ლომიძე (9ქ), თვალაბეიშვილი (2ქ), ცირეკიძე (5ქ), გოგობერიშვილი (6ქ), ისიანი (12ქ,
15მ, 6დ), გიორგაძე (4ქ, 11მ, 3ჩ), სხირტლაძე (2ქ), აფხაზავა (2ქ).

საქართველო-შვეიცარია 91:62
29:23, 22:10, 17:18, 23:11
საქართველო: ალიევი (4ქ, 4მ), კერესელიძე (2ქ), გოგალაძე (14ქ), ცქიფურიშვილი (15ქ), ლომიძე (15ქ, 4მ, 4პ), თვალაბეიშვილი (4ქ, 5მ), ცირეკიძე (10ქ), გოგობერიშვილი (5ქ), ისიანი (19ქ, 10მ), გიორგაძე (1ქ), სხირტლაძე, აფხაზავა (2ქ).
შვეიცარია: პოლიტე (22ქ, 11მ), კაპისი (9ქ)...

საქართველო-პორტუგალია 78:75
16:14, 17:25, 19:22, 26:14
საქართველო: ალიევი (6ქ, 6მ), კერესელიძე (4ქ), გოგალაძე (24ქ, 5პ), ცქიფურიშვილი (2ქ), ლომიძე (16ქ, 5მ, 3პ, 4ჩ), თვალაბეიშვილი, ცირეკიძე (1ქ), გოგობერიშვილი (9ქ, 4მ, 4პ), ისიანი (15ქ, 14მ), გიორგაძე (2ქ).
პორტუგალია: არაუიო (17ქ, 11მ), ოლივეირა (13ქ, 8პ), პერეირა (14ქ)...

შვეიცარია
შვეიცარიელებს, ეროვნული გუნდის დარად, ვერც 16-წლამდელთა ნაკრები ჰყოლიათ ძლიერი. ქართველებმა პირველივე ტაიმში დაინახეს, რომ მეტოქის დამარცხება, თანაც დიდი სხვაობით შესაძლებელი იყო. მოიგეს კიდეც - 91:62.

შვეიცარიელები ანგარიშში მხოლოდ მატჩის სტარტზე დაწინაურდნენ და 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ 20 წამით იყვნენ წინ.

ჩვენიანებს უპირატესობა ჰქონდათ როგორც სამწამიან ზონაში, ასევე პერიმეტრზე: მოხსნებში 45:33 იმარჯვეს, ხოლო ფარქვეშიდან რეალიზებული ტყორცნებით მოგროვილი ქულებით 42:34. მეტოქემ 2 სამქულიანი გამოიყენა, ქართველებმა - 7 (15 მცდელობიდან, რაც რეალიზების 46.7 პროცენტია).

პორტუგალია
პირენეელებთან მატჩი სხვაგვარი სცენარით წარიმართა. გია კაზანჯიანის შეგირდებს პორტუგალიელ თანატოლებთან ფარქვეშ გაცილებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რაც სტატისტიკაშიც აისახა: 40:34 მოხსნებში, 40:24 სამწამიანი ზონიდან რეალიზებულ ქულებში.

ასეთი სხვაობა წესითა და რიგით, საკმარისი უნდა ყოფილიყო დიდი სხვაობით გასამარჯვებლად, მაგრამ ასე არ მოხდა - მხოლოდ 3 ქულის სხვაობით მოვიგეთ.

საქმე ისაა, რომ "წითელ-მწვანეებმა" აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადაიტანეს და 10 სამქულიანი ჩააგდეს.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, მხოლოდ სამიანები მოგებას არ ეყო, საქართველომ მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩიც წარმატებით (78:75) დაასრულა. საერთოდ კი ჩვენმა კადეტებმა 9-დან 6 საკონტროლო შეხვედრა მოიგეს, რაც კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ ოპტიმიზმით გვავსებს.

ბოსნიაში
ეს შეჯიბრება, რომელსაც ოფიციალურად "B დივიზიონი" ჰქვია, 8 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ჩეხეთი, ბელარუსი, ავსტრია, ლუქსემბურგი და უნგრეთი. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე (ისევ ჯგუფი, ოთხი გუნდით) ორი საუკეთესო გავა. მეტოქეების გათვალისწინებით, ტოპ-დუეტში მოხვედრა იოლი არ იქნება, თუმცა ჩვენს გუნდს ამის მიღწევა შეუძლია.

გაცილებით რთულია ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, რადგან საამისოდ 22-გუნდიან შეჯიბრებაში საუკეთესო სამ ნაკრებს შორის მოხვედრაა აუცილებელი.

ბოლოს პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგს შემოგთავაზებთ.

D ჯგუფი
8 აგვისტო
15:00 ავსტრია-ბელარუსი
17:30 საქართველო-ჩეხეთი
20:00 ლუქსემბურგი-უნგრეთი

9 აგვისტო
16:00 ჩეხეთი-ავსტრია
18:45 საქართველო-უნგრეთი
22:00 ბელარუსი-ლუქსემბურგი

10 აგვისტო
16:00 ჩეხეთი-ბელარუსი
18:15 ავსტრია-უნგრეთი
20:00 საქართველო-ლუქსემბურგი

11 აგვისტო
19:30 საქართველო-ბელარუსი
22:00 ავსტრია-ლუქსემბურგი
22:45 უნგრეთი-ჩეხეთი

12 აგვისტო
19:30 საქართველო-ავსტრია
22:00 ჩეხეთი-ლუქსემბურგი
22:00 უნგრეთი-ბელარუსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული