U16. საქართველო-დანია 62:74 - დავრჩით B-ში

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფურ ტურში საქართველოს კადეტთა ნაკრები დანიასთან მატჩის წინ ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

თუ მეტოქეს 16 ქულის სხვაობით დავამარცხებდით, დანიას, ჩვენ და ჩეხეთს თითო მოგება მოგვიგროვდებოდა და მომდევნო ეტაპზე ბურთების უკეთესი შეფარდებით გავიდოდით.

...მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ქართველმა კადეტებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს და 62:74 დამარცხდნენ. პირველ ტაიმში გიორგი ცირეკიძე შეუჩერებელი იყო (18-დან 17 ქულა საწყის 20 წუთში მოაგროვა), ორმაგი დუბლი შეასრულა ვილი ისიანმა - 15 ქულა, 12 მოხსნა.

მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს პირველი მეტოქე ინგლისი იქნება.

საქართველო-დანია 62:74
19:21, 11:18, 13:20, 19:15
საქართველო: ალიევი, კერესელიძე, ქვარაია, გოგალაძე (7ქ, 3პ, 3ჩ), ცქიფურიშვილი (6ქ), აფხაზავა (1ქ, 3პ), ლომიძე (7ქ), თვალაბეიშვილი (2ქ), ცირეკიძე (18ქ, 3ჩ), გოგობერიშვილი (4პ), ისიანი (15ქ, 12მ), გიორგაძე (6ქ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული