U18. საქართველოს ნაკრები ბელგიაში საშობაო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე საშობაო, წარმომადგენლობით ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმას საწყი შეხვედრაში ესპანურ კლუბ "კანარიას" 72:66 სძლია, შემდეგ იტალიური "რომა" 83:63 გაანადგურა, დღეს კი მასპინძელ, ბელგიელ თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდა და კვლავ გამარჯვებული გამოვიდა.

ბელგიურ ტურნირზე ყველაზე რთული მატჩი ქართველებმა დღეს ჩაატარეს. ბელგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერია, მით უფრო, შინაურ კედლებში თამაშობდა და საქართველოს ნაკრების დამარცხების ამბიციაც გააჩნდა. კაზანჯიანის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა მასპინძლებთან დაპირისპირება, ბოლო პერიოდში ღირსეულად იბრძოლა
და 74:70 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული