წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების მაისურით მოთამაშე უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა. იგი გასულ სეზონში "არმიაში" გამოდიოდა და ევროჩელენჯზეც იასპარეზა.
სხვადასხვა დროს უთამაშია გერმანულ "გისენში", "მიტელდოიჩერში", "რუსთავში", "ოლიმპში", "აკადემიაში", თსუ-ში.
გამყრელიძე თბილისის "დინამოში" პროფესიული კარიერის დასაწყისშიც (2003-05) გამოდიოდა.