გადამწყვეტი. მე-14 წუთამდე "ოლიმპი" "არმიას" მეტ-ნაკლებად უძალიანდებოდა, მომდევნო 10 წუთში კი 6:32 წააგო და მესამე პერიოდისთვის არმიელთა უპირატესობამ +35 ქულას მიაღწია.
სტატისტიკა არ ტყუის. "მოხსნებში მეტოქე 62:38 რომ გაჯობებს, რომელ მოგებაზე უნდა ილაპარაკო?!" - თქვა ნამატჩევს "ოლიმპის" თავკაცმა დავით თორთლაძემ.
გამორჩეული. გამოცდილმა ზვიად ბაბიაშვილმა 15 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 9-დან 7 მოხსნა
გადამწყვეტი. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ლომინაშვილი-დიდია-დვალიშვილის ტრიოს ქულებით "ქუთაისი" 8:0 გაიქცა და 61:49 დაწინაურდა. ამის შემდეგ შსს-ს თამაშის შემოტრიალებისთვის ძალა აღარ ეყო.
სტატისტიკა არ ტყუის. მატჩის წინ აკადემიელთა მწვრთნელმა დრაგან პეტრიჩევიჩმა თქვა: სწრაფი თამაში იქნება და ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის მოიგებსო.
მისმა გუნდმა 13 შეცდომა დაუშვა, მეტოქემ - 17, მაგრამ მოწინააღმდეგის დაკარგვებით უკეთესად ისარგებლეს ქუთათურებმა და 16 ქულა ჩააგდეს.
მაშინ, როცა შსს-მ იმერელთა შეცდომებით მხოლოდ 8 ქულა "გამოადნო".
გამორჩეული. აკაკი დვალიშვილი შეუჩერებელი იყო. იგი შორი დისტანციიდანაც ზუსტად სტყორცნიდა და ფარქვეშიდანაც, 12-დან 10 ორქულიანი გამოიყენა და 22 ქულამდე ავიდა.
გადამწყვეტი. 10 წუთის შემდეგ "დინამო" უკვე 27:9-ს იგებდა...
სტატისტიკა არ ტყუის. დინამოელებმა 10 სამქულიანი გამოიყენეს, მაქაბელებმა - 0...
გამორჩეული. ორმაგი დუბლი შეასრულა ფერიაშვილმა (21 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო ვიცე-ბომბარდირი პესიჩი გახდა - 20 წუთში ამდენივე ქულა...
14 ნოემბერს ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართება. ზღვისპირელები "სოხუმს" მიიღებენ.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 5 5 0 429/311 10
2. ქუთაისი 5 4 1 458/344 9
3. დინამო 4 4 0 357/279 8
4. შსს აკადემია 4 2 2 291/287 6
5. ბათუმი-რსუ 4 2 2 346/337 6
6. ოლიმპი 4 1 3 314/345 5
7. მაქაბი 5 0 5 344/511 5
8. რუსთავი 4 0 4 224/351 4
9. სოხუმი 3 1 2 198/196 4
გურამ დოლენჯაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"