იგი გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და ქვემოქართლელებს სუპერლიგის უახლოეს მატჩებში დაეხმარება.
ვინ არის ოგლესბი და რა დონის კალათბურთელია, მას შემდეგ შეგვეძლება თქმა, როცა მის თამაშს ტრიბუნებიდან ვიხილავთ.
აქ კი ზოგადი მონაცემებით უნდა შემოვიფარგლოთ. ტერენსი 190 სმ სიმაღლის უკანახაზელია, 1988 წელსაა დაბადებული ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში. ადრეულ ასაკში ამერიკაში გადავიდა და იქ ჩამოყალიბდა კალათბურთელად.
ევროპაში დაბრუნების შემდეგ პროფესიულ დონეზე თამაშსაც შეუდგა. ვიდრე საქართველომდე მოაღწევდა, ევროპის ხუთი ქვეყანა მოიარა. ამ
ტერენს ოგლესბის ქართველი მაყურებელი შაბათს, 20 დეკემბერს სპორტის სასახლეში იხილავს - "რუსთავი" გასვლით შეხვედრაში "ოლიმპს" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"