პირველი ათწუთეული აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა. დებიუტში გიორგი ცინცაძემ სტუმრები 5:0 დააწინაურა, რასაც ვახტანგ ქადარიას ზუსტი სროლა მოჰყვა და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. თბილისელები მთელი პირველი პერიოდის განმავლობაში წინ იყვნენ და ეს მეოთხედი 3-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 17:20.
საბოლოო შედეგზე ყველაზე მეტად მეორე პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა
დიდი შესვენების შემდეგ შსს-მ ძალების მობილიზება შეძლო. კარგად ათამაშდნენ რეზო როგავა, ბექა წივწივაძე და აკაკი ლომოური. მათი ზუსტი სროლების შედეგად, თბილისურმა გუნდმა ანგარიში 3 ქულამდე შეამცირა - 44:47, თუმცა "ქუთაისიც" დროულად გამოფხიზლდა და გიგი ბარბაქაძის სიზუსტის წყალობით უპირატესობა ისევ გაზარდა. მესამე პერიოდის შემდეგ მასპინძლები 10 ქულის სხვაობით 62:52-ს იგებდნენ.
ბუნებრივია, ეს არ იყო ის ანგარიში, რომელიც "ქუთაისს" ესოდენ რთულ მეტოქესთან დამშვიდების საშუალებას მისცემდა. მეოთხე პერიოდი ძალიან დაძაბული გამოდგა, თბილისელებმა ყველა ღონე იხმარეს მატჩის გადასარჩენად. ისინი თანდათან ამცირებდნენ ანგარიშს და თამაშის დამთავრებამდე სამწუთნახევრით ადრე მეტოქეს მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდნენ - 69:68.
მასპინძლებს მხსნელად ისევ გიგი ბარბააქაძე მოევლინათ, რომელიც ბოლო წუთებზე შესანიშნავად გაისარჯა, ზუსტი სამქულიანებითა და საჯარიმო ტყორცნებით საკუთარ გუნდს მეტად საჭირო ქულები მოუტანა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გიორგი ცირეკიძის მეტად ფასეული სამქულიანიც არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც ქუთაისელთა ახალგაზრდა კალათბურთელმა მეტოქეს ბოლო წამებზე ჩაუგდო.
მატჩის დამთავრებამდე ორწამნახევრით ადრე სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ, თუმცა ბექა ჩიკვილაძის ორქულიანი სროლა არაზუსტი გამოდგა და შეხვედრაც მასპინძელთა რთული გამარჯვებით, 76:74 დასრულდა.
20 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გიორგი ბარბაქაძე გახდა, სტუმართაგან 19 და 16 ქულა ჩააგდეს ლომოურმა და როგავამ. ორმაგი დუბლის შესრულება (10 ქულა, 10 მოხსნა) კი ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი შარაბიძემ შეძლო.
26 დეკემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-შსს 76:74
17:20, 26:12, 19:20, 14:22
ქუთაისი: ფაშაევი (8ქ, 8პ), გრძელიძე (2ქ), ქადარია (9ქ), გ. ბარბაქაძე (20ქ), ა. ბოისა (5ქ), კვიმსაძე (7ქ), ცირეკიძე (3ქ), დ. ბარბაქაძე (8ქ), ლომინაშვილი (8ქ), ბექაური (6ქ).
შსს: როგავა (16ქ), ჩიკვილაძე (7ქ), ლოლიშვილი, შარაბიძე (10ქ, 10მ), წივწივაძე (10ქ, 6პ), ცინცაძე (12ქ, 6პ), ლომოური (19ქ), ნოზაძე.
დავით კოხრეიძე ქუთაისიდან
ფავორიტებმა განიმტკიცეს
ამ შეხვედრამდე "ბათუმსა" და "ოლიმპს" 2-2 მოგება ჰქონდათ. ზღვისპირელებს სწორედ მეშვიდე ტურში, საშინაო მატჩში უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მოხვედრა დროებითი მოვლენაა. დაამტკიცეს კიდეც, თუმცა "ოლიმპის" ძლევა პირველი წრის მხოლოდ მეხუთე ადგილზე დასასრულებლად აღმოჩნდა საკმარისი.26 დეკემბერი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 90:76
26:19, 16:17, 22:10, 26:30
ბათუმი: იანგი (31ქ, 9მ, 3პ, 4ჩ), აფხაზავა, მიქელაძე (16ქ, 8პ, 5ჩ), თენიეშვილი (7ქ, 9მ, 3ჩ, 2დ), კელოგი (8ქ), ბოლქვაძე (2ქ), ფელჩერი (20ქ, 16მ, 3პ), ელიაძე (6ქ).
ოლიმპი: ლობჟანიძე, გუგეშაშვილი (4პ), აბულაძე (10ქ, 3ჩ), კოკა ტომარაძე (16ქ, 7მ, 3ჩ), ბაქრაძე (10ქ, 9მ), გოგოძე (30ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), მაჩალაძე (3ქ), ალხანაიძე (3ქ), მირზიაშვილი, ანთაძე (4ქ), ლომიძე.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე, მ. ვართანოვი.
* * *
"რუსთავი" და "არმია-მგზავრები" ერთმანეთს საქართველოს თასის მეოთხედფინალშიც გადაეყარნენ. სერიის მეორე შეხვედრაში რუსთაველებმა სასწაულად მოახერხეს გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. "მგზავრებმა" ამჯერადაც დაგვანახვეს, რომ თასის მატჩში მოგებასთან მეტოქეზე ახლოს რომ იყვნენ, შემთხვევითობის მიზეზი სულაც არ ყოფილა - რუსთავშიც თანაბრად იბრძოლეს მასპინძლებთან და საბოლოოდ 4 ქულით დამარცხდნენ.26 დეკემბერი, რუსთავი
რუსთავი-მგზავრები 78:74
26:21, 14:21, 17:11, 21:21
რუსთავი: ჰამსი (16ქ, 6მ), ქიტოშვილი, ცეკვავა (12ქ, 5პ), აბაიშვილი (5ქ, 4პ), ჩაჩანიძე (5ქ), ყველაშვილი (2ქ), ჭოჭუა (18ქ, 6მ, 3პ), ხმელიძე (2ქ), გუგავა, ა. დვალიშვილი (18ქ, 13მ, 3პ, 4ჩ, 3დ).
მგზავრები: გულისაბედაშვილი (2ქ), ს. ლეჟავა (13ქ, 3პ), მაისურაძე (2ქ), ჩაჩიბაია (23ქ, 6მ), ბოქოლიშვილი (13ქ), ათანელიშვილი (2ქ, 5მ), ჯინჭარაძე, ბულიავა (10ქ), იოსელიანი (9ქ, 9მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
* * *
მატჩამდე "დინამოსა" და "სოხუმს" სატურნირო ცხრილში ერთნაირი რიცხვები ეწერათ: ხუთიანები და ერთიანები. ოღონდ შებრუნებულად - "დინამოს" 5 მოგება, 1 მარცხი, "სოხუმს" - 1 გამარჯვება, 5 წაგება. ერთიანები "ძალაში" დარჩა, დინამოელებმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ, რაშიც მათ ხელი "შსს აკადემიას" ქუთაისში მარცხმა შეუწყოთ.27 დეკემბერი, თბილისი
დინამო-სოხუმი 104:78
22:14, 26:12, 31:30, 25:22
დინამო: გამყრელიძე (13ქ, 7პ), თავამაიშვილი (1ქ), მეგენეიშვილი, ბ. ლეჟავა (19ქ, 5მ, 6პ), ვახანია (18ქ, 6მ, 5პ), ლონდარიძე (25ქ, 7მ, 3პ), დიდია, მათიაშვილი (12ქ), ორმოცაძე (4ქ), ხიზანიშვილი (3ქ), ღუდუშაური (2ქ), კოღუაშვილი (7ქ, 8მ).
სოხუმი: ჩიტაშვილი (1ქ, 6მ, 5პ), ჭიჭვეიშვილი (5ქ), გოლეთიანი (3ქ), კვეტენაძე (4ქ), დ. დვალიშვილი (7ქ), შვანგირაძე (18ქ), ბააკაშვილი (9ქ, 5მ, 4პ), გ. რევაზაშვილი (6ქ), ფერიაშვილი (7ქ, 13მ), ფარღალავა (18ქ, 5პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"