წლევანდელი აქცია განსხვავებული, სიურპრიზებით გაჯერებული ფორმატით ჩატარდება, რის წინაპირობასაც მისი გამართვის ექსტრაორდინარული გარემო - სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" იძლევა. სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.
ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ
"ოლ სტარში" მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგნაირი პრინციპით დაიყო: თბილისი VS რეგიონები. შესაბამისად, სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდი რეგიონალური პრინციპით დაჯგუფდა: ერთი მხრივ,
გამოკითხვაში, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს დაიწყო, თბილისისა და რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებულნი. ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება, ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა.
გამოკითხვა 28 იანვარს, ღამის 12 საათზე შეწყდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.
გუნდების დანარჩენ 7-7 წევრს მწვრთნელები შეარჩევენ. თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია (დინამო), ხოლო ასისტენტი კოტე ტუღუში (შსს-აკადემია) იქნება; რეგიონის გუნდს მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი) უთავკაცებს და მას ასისტენტობას მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისი) გაუწევს.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქციის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6 მსროლელი მიიღებს, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება.
საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩნენ და ისინი არიან: გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ლუკა ზაქრაძე (მგზავრები-არმია), ნიკ კელოგი (ბათუმი), ლევან ცეკვავა (რუსთავი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), აკაკი ლომოური (შსს-აკადემია) და შარშანდელი "ოლ სტარის" სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი).
ჩატენვების კონკურსში მონაწილეთა წინასწარ სიაში შედიან: ირაკლი ალხანაიძე (ოლიმპი), გეგი ბაქრაძე (ოლიმპი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), დავით ბარბაქაძე (ქუთაისი), ოთარ ბულიავა (მგზავრები-არმია) და ბი ჯეი იანგი (ბათუმი).
გამოკითხვა დაწყებულია და გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და საკუთარ ფავორიტებს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისკენ მიმავალ გზაზე მხარი ყოველდღიურად დაუჭირონ.
გამოკითხვის დასრულებისა და მოწინააღმდეგე გუნდების საბოლოოდ დაკომპლექტების შემდეგ "თბილისი მოლი" ლამაზ და სანახაობრივ ღონისძიებას უმასპინძლებს. სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია ღონისძიების ოფიციალურ მასპინძელ "თბილისი მოლში" 31 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება.
წყარო: superleague.ge