სუპერლიგა. VIII ტური: "ქუთაისი" გალიდერდა

AutoSharing Option
დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოს სუპერლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.

ცხრილის სათავეში მყოფმა "ბათუმმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 64:76 დამარცხდა, რითაც ლიდერობა დაკარგა. ამ გამარჯვებით თბილისელებს 12 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში ახლა მეოთხე პოზიციაზე არიან.

ბათუმელთა მარცხით ისარგებლა მისმა მდევარმა "ქუთაისმა", რომელმაც "მგზავრების" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა - 81:66. 

მესამე შეხვედრაში "სოხუმი" "რუსთავს" დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა - 71:57. ამრიგად, "სოხუმს" 13 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, "რუსთავი" კი 11 ქულით
მეხუთეა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა კი "ოლიმპსა" და "აკადემიას" შორის შედგა. აუტსაიდერმა აკადემიელებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს - 73:54.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული