ორივე გუნდს წინა ტურის მაჩი წაგებული ჰქონდა და გამარჯვება ორივესთვის დიდად ფასობდა. ფავორიტად მიჩნეულმა "სოხუმმა", რომელიც ცხრილში რუსთაველებზე მაღლა იყო, 71:77 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ - 34:34 დასრულდა. მესამე ეპერიოდში რუსთაველებმა უპირატესობა მოიპოვეს და ნიკოლა გაჩეშასა და რეზო ჩაჩანიძის შედეგიანობით აღნიშნული პერიოდი ქვემოქართლელთა გამარჯვებით - 25:20 დასრულდა. გადამწყვეტ პერიოდში რუსთაველებმა უპირატესობა აღარ დათმეს და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით - 77:71 გაიმარჯვეს.
25 ქულით და 7 მოხსნით
სუპერლიგის 23-ე ტური 23 მარტს თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): " ჩემპიონატში არ არსებობს ფავორიტი და აუტსაიდერი. წინა ტურში "ოლიმპთან" წავაგეთ, დღეს კი ერთ-ერთ მოწინავე გუნდ "სოხუმს" მოვუგეთ. მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ შევხვდებით კონკრეტულ მატჩს. დღეს დისციპლინა მაღალ დონეზე იყო, რასაც ვერ ვიტყვით წინა შეხვედრაზე. გუნდიდან 2 კალათბურთელი გავუშვით - ადედირანი და კაილსი, რის შემდეგაც, ვთვლი და ამას საქმეც მაჩვენებს, რომ გუნდი მეტი მობილიზებით და დისციპლინით თამაშობს".
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): "ბათუმთან თამაშის მერე ფაქტიურად ვერ ვივარჯიშეთ აქ, კრიზისი დაეტყო გუნდს - გაყინული და უშუქო დარბაზები.. არ ვიყავით ფორმაში და ჩვენი ბრალია ეს წაგება. რუსთაველებიც ჩვენზე ძლიერები იყვნენ დღეს".
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით