ევრობასკეტი 2017: ცვლილებები საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დიდი ხანია, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი დეტალურად აქვს გაწერილი. თუმცა, როგორც ყოველთვის, გარკვეული ცვლილებები ამჯერადაც განხორციელდა.

ეროვნული გუნდი მზადებას თბილისში დაიწყებს, ივლისის შუაში სლოვენიაში გადავა და დაბა პოდჩეტრტეკში გაივლის შეკრებას. სწორედ იქ, ქართველებთან სათამაშოდ უნგრეთი უნდა ჩასულიყო, თუმცა...

- გეგმა შეიცვალა. ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაცვლად ავსტრიასთან ითამაშებს - სლოვენიიდან ავსტრიაში ავტობუსით გაემგზავრება და 29 ივლისს მასპინძლებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩის შემდეგ კი სლოვენიაში აღარ დაბრუნდება, ლიტვაში გადაფრინდება ოთხთა ტურნირზე სათამაშოდ, - გვითხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.

მანვე დასძინა, რომ ჩვენს ნაკრებთან თამაშის დიდ სურვილს გამოხატავს მაროკოს ნაკრები, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, ვითამაშებთ თუ არა აფრიკელებთან.

საკონტროლო მატჩების სრული ჩამონათვალი:

საკონტროლო მატჩები
29 ივლისი. ავსტრია
საქართველო-ავსტრია

6 აგვისტო. კლაიპედა. ლიტვა
საქართველო-ლატვია

7 აგვისტო. კლაიპედა. ლიტვა
საქართველო-ლიტვა/პოლონეთი

12/14 აგვისტო. თბილისის მერიის თასი
საქართველო/ბელგია/ჩეხეთი/ისლანდია

27/29 აგვისტო. აკროპოლისის თასი. იტალია
საქართველო/საბერძნეთი/იტალია/სერბეთი

ევრობასკეტს 31 აგვისტოს ლიტვასთან მატჩით გავხსნით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული