საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი "ბუდუჩნოსტის" მწვრთნელი აღარ არის, აპრილის შუაში იგი ყოფილმა ასისტენტმა იგორ ძალეტიჩმა შეცვალა - მიზეზი ზუროსის მიერ გაკეთებული ბარძაყის ოპერაციაა.

aba-liga.com-ის ინფორმაციით, ზუროსს რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეეძლება გუნდის გაწვრთნა და იგი ამიტომაც შეცვალეს.

"სამწუხაროდ, პოდგორიცა უნდა დავტოვო, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი უჩემოდ ღირსეულად ჩაამთავრებს ჩემპიონატს, ხოლო მე ახალი სეზონიდან დავუბრუნდები გუნდს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2017-ზე იასპარეზებს, რომელიც 31 აგვისტოს იწყება. მანამდე კი გუნდმა მზადების სრულფასოვანი კურსი უნდა გაიაროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული