საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დამტკიცდა ტურნირის კალენდარი.

ევროპულ ზონაში თამაშები მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დაიწყება.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გერმანიაში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს, ხოლო სერბეთი კვალიფიკაციიდან გამოსულ გუნდს უმასპინძლებს, რომლის ვინაობაც მომავალ აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

2017 წლის 24 ნოემბერი
გერმანია - საქართველო
სერბეთი - კვალიფიკანტი

2017 წლის 27 ნოემბერი
კვალიფიკანტი - გერმანია
საქართველო - სერბეთი

2018 წლის 22 თებერვალი
გერმანია -
სერბეთი
კვალიფიკანტი - საქართველო

2018 წლის 25 თებერვალი
საქართველო - გერმანია
კვალიფიკანტი - სერბეთი

2018 წლის 29 ივნისი
სერბეთი - საქართველო
გერმანია - კვალიფიკანტი

2018 წლის 2 ივლისი
საქართველო - კვალიფიკანტი
სერბეთი - გერმანია

დასკვნითი, მესამე საკვალიფიკაციო სტადიის ბოლო ტური 2019 წლის 23 თებერვალსაა დანიშნული.

- გაიგეთ რამდენი ნაკრები გადის ჯგუფიდან და რა ხდება შემდეგ

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით ჩვენ ბიჭებს ჯგუფიდან გასვლა შეუძლიათ.
დ.ლ
08 მაისი 2017 14:22
0
კვალიფიკანტი ყველა თამაშს წააგებს ამ ჯგუფში, თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ nba ს კალათბურთელები,რაც გერმანიის ნაკრებს ჩვენზე ბევრად სუსტს ხდის
ლაშა
08 მაისი 2017 13:54
0

აქამდეც ასეთი სისტემა უნდა მიეღოთ მსოფლიო ჩემპიონატისათვის,ძ ა ლ ი ა ნ დააგვიანეს...

ასე კალათბურთი გაცილებით პოპულარული გახდება ,იმ დონეზეც კი ,როგორც აშშ-ში(!)
საქართველოს სერიოზული შანსი აქვს მსოფლიოს ფინალზე თამაშის...ახლა მთავარია სანიკიძე,მარკოიშვილი და ყველა ტრავმიღებული გამოგვიჯამრთელდეს ,ცქიტიშვილიც კარგ ფორმაშია,ბოლო-ბოლო რ ა ტ ო მ არ ათამაშებენ ,რა უნდათ ამ ბიჭთან ?!

წლები აქვს,მაგრამ კიდევ უფრო ძლიერია,აშშ-ში არის კარგი ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები...მოძიება და გამოცდსაა საჭირო!
glaxuna
08 მაისი 2017 12:35
0
კალენდარზე და მის სიცუდეზე ლაპარაკი დაამკვიდრეს ფეხბურთის მესვეურებმა (ძალიან სამწუხაროდ ჩემთვის პირადად). ბიჭებს კალენდარი ხელს არაფერში შეუშლის მთავარია ჯანმრთელად იყვნენ, გერმანიის ნამდვილად არ უნდა გვეშინოდეს მით უმეტეს კვალიფიკაციიდან მოსული გუნდის
givi
08 მაისი 2017 12:27
0
ძალიან ცუდი კალენდარია, კვალიფიკანტს 3 თამაში აქვს ზედიზედ სახლში, მათ შორის 22 და 25 თებერვალს ახლოა ერთმანეთთან. სერბეთს - 2 თამაში; 29.06 და 02.07-ში. ამ დროს საქართველოს და თუნდაც გერმანიის ნაკრებები აქეთ-იქეთ დაფრინავენ და შედეგიც ცუდი იქნება! კალათბურთის ფედერაციაზეც თუ იყო დაყრდნობილი ეს კალენდარი, მაშინ ჩვენებს ცუდად უმუშავით!
დათო
08 მაისი 2017 11:37
0
არასახარბილეო კალენდარია. გაცილებით უკეთესია მეორე ადგილის პრეტენდენტ და ჩვენს პირდაპირ კონკურენტ გერმანიისთვის...
ნუგო
08 მაისი 2017 11:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული