მსოფლიო თასი 2019: "ევროვიზიამ" საქართველოს ნაკრებს გეგმა აურია

AutoSharing Option
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები გერმანიაში 24 ნოემბერს გახსნის. სამ დღეში დაგეგმილი იყო თბილისური მატჩი სერბეთთან, მაგრამ წელს მსოფლიოს შესარჩევის შეხვედრას ჩვენი გულშემატკივარი საქართველოში ვეღარ იხილავს.

- საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში

ქართული მხარის თხოვნა ფიბას წარმომადგენლებმაც გაითვალისწინეს, სერბებმაც და მასპინძლობა გაგვიცვალეს. ასე რომ, 27 ნოემბერს სერბეთში ვითამაშებთ, სანაცვლოდ კი, თბილისში მომავალი წლის 29 ივნისს ვუმასპინძლებთ.

რა არის გაცვლის მიზეზი? - იკითხავთ. საქმე ისაა,
რომ 26 ნოემბერს თბილისში "ევროვიზია ჯუნიორი" გაიმართება. მას სპორტის სასახლე უმასპინძლებს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები საკვალიფიკაციო G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნებიან. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 2019 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მსოფლიოს 32 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Sportis sasaxle sportuli gonisdziebebistvis aris da ara simgeris konkursebistvis. Yvelafershi ukugmartebi rogor unda viyot. Neta vin miigo es gadawyvetileba?
giorgi
12:12 15-06-2017
0
2 სპორტის სასახლე არ გვაქ ?
ნოდო
12:21 15-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული