"სექტემბერში "უორიორსის" ორი კალათბურთელი ერთმანეთს სერიოზულ ბრძოლაში დაუპირისპირდება. ზაზა ფაჩულია და ომრი კასპი ერთმანეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. 5 სექტემბერს ზაზას საქართველო და კასპის ისრაელი ჯგუფური ეტაპის მატჩში შეეჭიდებიან.
თუმცა "გოლდენ სტეიტის" ქომაგებს სანერვიულო არ აქვთ, ეს მატჩი "უორიორსის" ოფიციალური შეკრების დაწყებამდე (24 სექტემბერს იწყება) რამდენიმე კვირით ადრე შედგება.
ისრაელსაც და საქართველოსაც კარგი გუნდები ჰყავთ. 2015 წლის ევრობასკეტზე მათ მერვედფინალში წააგეს, ისრაელმა
- არის სხვაობაც: ევრობასკეტი 2017-ზე კასპის უპირატესობა აქვს - მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატს საკუთარ დარბაზში ვუმასპინძლებთ, - გახარებულია კასპი. - ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვეცდებით, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თავი არ შევირცხვინოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"