ლიტვის დანაკარგი - საბონისი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ - ლიტვის ნაკრებმა NBA-ის ლეგიონერი დაკარგა. კერძოდ, კონტინენტის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს "ინდიანა პეისერსის" ფორვარდი დომანტას საბონისი. ამის შესახებ Eurohoops წერს.

ამის მიზეზი გახდა ლიტველის ახალი გუნდის "ინდიანას" სურვილი - საბონისმა საკუთარ თამაშზე იმუშაოს და NBA-ის ახალი სეზონისთვის მოემზადოს, ეს კი არ ითვალისწინებს ქვეყნის ნაკრებში გამოსვლას.

გასულ სეზონში საბონისს დებიუტი ჰქონდა NBA-ში. მან "ოკლაჰომას" რიგებში 81 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 5.9 ქულა და 3.6 მოხსნა დააგროვა. სეზონის დასრულების შემდეგ, ლიტველი გაცვლის შედეგად, "ოკლაჰომადან" "ინდიანაში"
გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზა ტო აქ გვყავს ერთი რუსეთუმე საბონისი, მაგი ყოველ დღე აქედან მოუშორებლად თამაშობს სხვების ნერვებზე.
დდდდ
16:11 25-07-2017
0
საბონისი არ ვიცი, მაგრამ ზაზა ჯიგარია...
vereli
15:14 25-07-2017
0

სიახლეები პოპულარული