დღეს, 21 მაისს "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დიდი უპირატესობით 142:115 დაამარცხა. ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში გავიდნენ, "პეისერსმა" კი მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
"ინდიანას" რიგებში გოგა ბითაძე სოლიდური დროით დაიტვირთა, თუმცა ქართველმა სამწუხაროდ შეხვედრა აშკარად ჩააგდო. გოგამ მოედანზე 16:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 0 ქულა (0/3), 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულა, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ვიზარდს", საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, დედაქალაქელები პლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ, პირველ შეხვედრას "ფილადელფიის" წინააღმდეგ 23 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.