Eurohoops - ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე ასპარეზობას იმედოვნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ Eurohoops-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოჭ-წვივის ტრავმის დროულად მორჩენის და ევროპირველობაზე მონაწილეობის იმედი აქვს:

"ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. კოჭ-წვივის მდგომარეობა ყოველდღე მიუმჯობესდება, მაგრამ დროა საჭირო. ვერ გეტყვით რამდენი დღე დამჭირდება, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. კარგია, რომ ტურნირამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ორი ვარჯიშის ჩატარების იმედი მაქვს და მერე ვნახოთ.

რა თქმა უნდა, კონტინენტის პირველობაზე თამაში მინდა, ეს ჩემი მიზანია. იმედია, ყველაფერი გამომივა. თუმცა, ჯანმრთელობაც ასევე მთავარია. მითუმეტეს, როდესაც საქმე კოჭ-წვივს ეხება. ექიმები აკვირდებიან სიტუაციას, "გოლდენ სტეიტ უორიორზშიც"
საქმის კურსში არიან. საკუთარი თავისთვის რამის დაშავება არავის არ სურს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
რაღაც არ მკმწონს მე ამის საუბარი...
ქუთაისი
02:07 26-08-2017
0
ზაზა ვერ არის გუნდის ლიდერი, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ჩემპიონია ლიდერის თვისებები არ აქვს. თუ დაიწყო ლიდერის როლის მორგება ეს ნაკრებს ნამდვილად არ წაადგება. იმედია ილიას ზუროსი ხედავს ამას.
Luka
05:39 26-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული