დავით უსტიაშვილი: ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევამ დიდი დრო და ენერგია წაიღო

AutoSharing Option
4 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებში მომხდარ სიახლეებზე ისაუბრა.

ჟურნალისტების შეკითხვებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ნაკრების მწვრთნელებმა: დავით უსტიაშვილმა და კოტე ტუღუშმა უპასუხეს.

დავით უსტიაშვილი (საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი):
"ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევამ დიდი დრო და ენერგია წაიღო - ამ საქმეს კიდევ უფრო დიდი ყურადღება ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო დაეთმო.

ფაჩულია ნაკრებისთვის რამხელა დანაკლისია, ყველამ იცის და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, თუმცა ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

მოსამზადებელი გეგმა შედგენილია,
ნაკრები 8 ივლისს ფიზიკურ მომზადებას დაიწყებს, მოგვიანებით კი ამხანაგური მატჩებიც გველის.

სულ 11 თამაშის ჩატარება მოგვიწევს. ეს შეხვედრები მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ - უნდა გადაწყდეს, თუ ორი ნატურალიზებული მოთამაშიდან რომელი დარჩება ეროვნულ გუნდში და რაც მთავარია, ნაკრები ევროპირველობას ფორმის პიკში უნდა შეხვდეს".


msy.gov.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების ვინაობა ცნობილია
ბესიკ ლიპარტელიანი: რიკი ჰიკმანი ნაკრებს სარგებელს აუცილებლად მოუტანს
კოტე ტუღუში: ლაშა გამყრელიძე ნაკრების მონახაზში ამ ეტაპზე არ ჯდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული