ჟურნალისტების შეკითხვებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ნაკრების მწვრთნელებმა: დავით უსტიაშვილმა და კოტე ტუღუშმა უპასუხეს.
კოტე ტუღუში (ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):
"ზაზას ტრავმის გამო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მისი არყოფნა ჩვენი ნაკრებისთვის გაცილებით დიდი დანაკლისია, ვიდრე, მაგალითად, ესპანეთისთვის რომელიმე ლიდერის არყოფნა.
თუმცა ჩამოგვყავს ლიუკ ზელერი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ამორჩეულია და საკმაოდ დადებითად დაახასიათა როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი".
ჟურნალისტებისგან იყო
"ლაშა გამყრელიძე საკმაოდ კარგი კალათბურთელია, წლების განმავლობაში იყო ნაკრების წევრი, თუმცა ამ ეტაპზე არ ჯდება ნაკრების მონახაზში.
ლაშას არ სჭირდება გასინჯვა და შემოწმება, ამიტომ ვერ ვხედავთ მისი 20-კაციან შემადგენლობაში გამოძახების მიზეზს.
მართალია, ძალიან მძიმე ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ნაკრების წევრებს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდათ, გვყავს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები.
ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ ღირსეულად გამოვალთ ევროპის ჩემპიონატზე".
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების ვინაობა ცნობილია
ბესიკ ლიპარტელიანი: რიკი ჰიკმანი ნაკრებს სარგებელს აუცილებლად მოუტანს
დავით უსტიაშვილი: ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევამ დიდი დრო და ენერგია წაიღო