ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ვერც თორნიკე შენგელია დაეხმაროს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ამერიკული კემპის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და ამის გამო ეროვნულ გუნდს სლოვენიურ შეკრებაზე ვერ შეუერთდება.

რაც ყველაზე ცუდია, შენგელიას თამაში ევროპის ჩემპიონატზეც საეჭვოა.

თორნიკეს მდგომარეობაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა ისაუბრა:

"თორნიკე შენგელია ნაკრებს სლოვენიაში ვერ შეუერთდება. მას მუხლი ასტკივდა და "ბრუკლინის" ექიმების და მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

თორნიკეს მუხლში წყალი ჩაუდგა, რომელიც ორლანდოს კემპის დაწყებამდე ამოუღეს და მან თამაშებში მონაწილეობა მიიღო. მატჩების დროს ის მუხლმა შეაწუხა და კემპის დასრულების
შემდეგ ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს.

სიტუაცია მარტივადაა - თუკი ტკივილი შეაწუხებს, ოპერაციას გაუკეთებენ. თუ 3-4 დღის ვარჯიშების შემდეგ მუხლი ნორმალურად ექნება, ქირურგიულ ჩარევას გადარჩება და ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდება.

ვნახოთ, 3-4 დღე დალოდება მოგვიწევს. თუ ოპერაცია გაიკეთა, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაგვწყევლა ვიღაცამ უეჭველი, რა უბედურება გვჭირს, ძლივს წელი წამოვიდგით კალათბურთში , გუნდს ემგვანება ნაკრები და აჰა !
beso65
14:08 25-07-2013
0
რაღა გინდათ აბა ევროპაზე...ყველა თამაში წააგოთ!...საწყენია!
glaxuna
20:47 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული