თორნიკე შენგელია: ექიმები ოპერაციის გაკეთებას მირჩევენ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებლად 25 ივლისს, გამთენიისას სლოვენიაში გაემგზავრა.

ბოლო ვარჯიშზე შევიტყვეთ, რომ ქვეყნის ნაკრებისა და "ბრუკლინის" წევრ თორნიკე შენგელიას კონტინენტის პირველობაზე თამაში სათუოა.

24 ივლისს, გვიან ღამით, ქართველ კალათბურთელს ამერიკაში შევეხმიანეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.

"ორლანდოს კემპის დაწყებამდე მუხლიდან სითხე ამომიღეს, მაგრამ ტკივილი მაინც მაწუხებს, განსაკუთრებით, დატვირთვებისას.

ექიმებმა გამოკვლევა ჩამიტარეს და მითხრეს, მენისკიაო დაზიანებული. ისინი 70-პროცენტიანი დატვირთვით თამაშის ნაცვლად, ოპერაციის გაკეთებას მირჩევენ.

აი, ახლაც ველოდები დასტაქართა საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, პრობლემის მკურნალობით
მოვლა ხელს მაძლევდა, რომ სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს დავხმარებოდი.

თუ მაინც ოპერაცია გარდაუვალია, რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება და, სამწუხაროდ, ევრობასკეტზე ვეღარ ვითამაშებ",
- გვითხრა თორნიკე შენგელიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ვერც თორნიკე შენგელია დაეხმაროს
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ ეროვნულ ნაკრებს დალარებს ამჯობინებენ ვერ ვვარგივართ ერაD
Dzma
23:45 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული