ბოლო ვარჯიშზე შევიტყვეთ, რომ ქვეყნის ნაკრებისა და "ბრუკლინის" წევრ თორნიკე შენგელიას კონტინენტის პირველობაზე თამაში სათუოა.
24 ივლისს, გვიან ღამით, ქართველ კალათბურთელს ამერიკაში შევეხმიანეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.
"ორლანდოს კემპის დაწყებამდე მუხლიდან სითხე ამომიღეს, მაგრამ ტკივილი მაინც მაწუხებს, განსაკუთრებით, დატვირთვებისას.
ექიმებმა გამოკვლევა ჩამიტარეს და მითხრეს, მენისკიაო დაზიანებული. ისინი 70-პროცენტიანი დატვირთვით თამაშის ნაცვლად, ოპერაციის გაკეთებას მირჩევენ.
აი, ახლაც ველოდები დასტაქართა საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, პრობლემის მკურნალობით
თუ მაინც ოპერაცია გარდაუვალია, რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება და, სამწუხაროდ, ევრობასკეტზე ვეღარ ვითამაშებ", - გვითხრა თორნიკე შენგელიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ვერც თორნიკე შენგელია დაეხმაროს