ევრობასკეტზე თორნიკე შენგელიას თამაში გამოირიცხა!

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეთსის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი ნაითმა 26 ივლისს ოფიციალურად განაცხადა, რომ თორნიკე შენგელია 31 ივლისს მუხლზე მენისკის ოპერაციას გაიკეთებს.

ამ ამბის დასაზუსტებლად გვიან ღამით ამერიკაში ქართველ კალათბურთელს შევეხმიანეთ:

"სამწუხაროდ, კლუბის გენერალური მენეჯერის ინფორმაცია მართალია: დღეს ექიმებმა შემატყობინეს, რომ მენისკის ოპერაცია ოთხშაბათს - 31 ივლისს აუცილებლად უნდა გავიკეთო შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ვწუხვარ, რომ ნაკრებს წლევანდელ ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრამდე ვერ შევძლებ.

იმედია, ჩვენი ბიჭები სლოვენიაში გაორკეცებული ენერგიით ითამაშებენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ".


ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული