"რიკი ჰიკმანი დღეს, საფრანგეთთან მატჩის განაცხადში იქნება, თუმცა რამდენ ხანს გაატარებს მოედანზე, ეს თავად მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
თუკი ფეხმა არ შეაწუხა, მეტს ითამაშებს", - გვითხრა იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა, კოტე ტუღუშმა, ანტიბში რომ შევეხმიანეთ.
სერბეთთან 16 აგვისტოს გამართულ მატჩში 32 წუთი ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ბოსნიასთან ერთი
"მანუჩარს ფეხი ბოლოდე მწყობრში არ აქვს. გუშინდელ თამაშში მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა ბოლომდე მოედანზე დარჩა და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მისი ტრავმა საშიში არაა, თორემ, რა თქმა უნდა, არ ვათამაშებდით", - დასძინა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიბის ტურნირზე ბოლო მატჩს საქართველო 17 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინძელი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველო-სერბეთი 75:71 - ასეთი ტიტულოვანი მეტოქე ჯერ არ დაგვიმარცხებია!