საქართველო VS საფრანგეთი - რიკი ჰიკმანი ითამაშებს

AutoSharing Option
17 აგვისტოს, საფრანგეთის წინააღმდეგ რიკი ჰიკმანიც ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ტრავმა ბოსნიასთან, 14 აგვისტოს მატჩში მიიღო და იმ შეხვედრის მეორე ტაიმი ხომ გამოტოვა, 16 აგვისტოს არც სერბეთთან უთამაშია.

"რიკი ჰიკმანი დღეს, საფრანგეთთან მატჩის განაცხადში იქნება, თუმცა რამდენ ხანს გაატარებს მოედანზე, ეს თავად მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

თუკი ფეხმა არ შეაწუხა, მეტს ითამაშებს",
- გვითხრა იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა, კოტე ტუღუშმა, ანტიბში რომ შევეხმიანეთ.

სერბეთთან 16 აგვისტოს გამართულ მატჩში 32 წუთი ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ბოსნიასთან ერთი
მატჩი გამოტოვა.

"მანუჩარს ფეხი ბოლოდე მწყობრში არ აქვს. გუშინდელ თამაშში მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა ბოლომდე მოედანზე დარჩა და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მისი ტრავმა საშიში არაა, თორემ, რა თქმა უნდა, არ ვათამაშებდით",
- დასძინა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ ანტიბის ტურნირზე ბოლო მატჩს საქართველო 17 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინძელი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო-სერბეთი 75:71 - ასეთი ტიტულოვანი მეტოქე ჯერ არ დაგვიმარცხებია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული