საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ანტიბის ტურნირში ფრანგებთან დამარცხდა

AutoSharing Option
17 აგვისტოს, ანტიბის ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა საფრანგეთთან გამართა და ანგარიშით 71:86 დამარცხდა. შედეგად მასპინძლები ამ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა შეხვედრა არცთუ კარგად დაიწყო. ფრანგებმა პირველო ორი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში მათ სასარგებლოდ 48:31 იყო.

შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველი კალათბურთელები უკეთ ათამაშდნენ, თუმცა მატჩის ბედის შემოსატრიალებლად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და საბოლოოდ 15-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ქართველ კალათბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი ცინცაძე იყო 13 ქულით, 12-12 ქულას მოუყარეს თავი გიორგი შერმადინმა და რიკი ჰიკმანმა, რომელმაც მცირე
ტრავმის გამო წინა შეხვედრა ამ ტურნირზე სერბეთთან გამოტოვა.

ანტიბის საერთაშორისო ტურნირი. 17 აგვისტო
საფრანგეთი 86:71 საქართველო
24:19, 24:12, 20:20, 18:20

საფრანგეთი: პეტრო (21 წ. 9 ქ. 8 მ. 3 პ.), პარკერი (17 წ. 2 ქ.), დე კოლო (23 წ. 11 ქ. 4 მ.), დიაუ (22 წ. 14 ქ. 3 მ. 6 პ.), ჟელაბალე (18 წ. 12 ქ. 4 მ.); ლოვერნი (15 წ. 11 ქ. 4 მ.), დიო (17 წ. 2 ქ. 6 პ.), კაჰუდი (22 წ. 8 ქ.), უერტელი (23 წ. 11 ქ.), პიეტრუსი (21 წ. 6 ქ. 4 მ.).

საქართველო: ცინცაძე (31 წ. 13 ქ. 3 პ.), შერმადინი (26 წ. 12 ქ. 6 მ.), მარკოიშვილი (11 ქ.), ფაცაცია (15 წ. 3 ქ.), სანიკიძე (29 წ. 8 ქ. 4 მ.); ჰიკმანი (23 წ. 12 ქ. 3 მ.), მეტრეველი (7 წ. 2 ქ.), სანაძე (6 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (8 წ. 5 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (3 წ.), ლეჟავა (7 წ.), ფხაკაძე (10 წ. 3 ქ.), შარაბიძე (7 წ.).

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა საკონტროლო მატჩები
16 აგვისტო
სლოვენია - ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:54
ხორვატია - ჩერნოგორია 72:60
თურქეთი - ჩეხეთი 75:68

17 აგვისტო
ესპანეთი - გერმანია 85:54
პოლონეთი - ისრაელი 75:72
მაკედონია - ლიტვა 50:62
ბელგია - იტალია 76:57
თურქეთი - ჩეხეთი 110:100
რუსეთი - ბოსნია-ჰერცეგოვინა 80:67

ასევე იხილეთ:
საქართველო-სერბეთი 75:71 - ასეთი ტიტულოვანი მეტოქე ჯერ არ დაგვიმარცხებია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული