უკრაინამ ხორვატია დაამარცხა... და სხვა შედეგები

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი კარსაა მომდგარი და მთელს კონტინენტზე ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ტურნირებია გაჩაღებული.

ჩემპიონატის მონაწილეები მზადების ბოლო ეტაპს გადიან და საკონტროლო მატჩებში სრულყოფენ იმ კომბინაციებსა და ტაქტიკას, რაზეც აქამდე მუშაობდნენ.

საქართველოს ნაკრებიმეტოქეთაგან გასულ დღეებში ყველამ ითამაშა. ზოგმა მოიგო, ზოგმა - წააგო. მართალია, ამხანაგური მატჩები არაფერს წყვიტავს, მაგრამ მათგან გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შეიძლება.

ამხანაგურ მატჩებში პირველი გამარჯვება მოიპოვა უკრაინამ, რომელიც აქამდე ყველასთან უიმედოდ აგებდა.

რა შუაშია უკრაინა საქართველოსთან და უკრაინელებმა ჩვენი მეტოქე პოლონეთი დაამარცხეს. ბოლო მეოთხედის წინ პოლონეთი 10 ქულით იგებდა, მაგრამ უკრაინელებმა
მოინდომეს და საბოლოოდ 1 ქულით - 84:83 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ წააგო ხორვატიამაც, რომელიც საქართველოს ნაკრების მეტოქეა ევრობასკეტზე. ხორვატებმა სერბეთთან უშანსო - 71:88 წააგეს იმ სერბეთთან, რომელიც საქართველომ 16 აგვისტოს ანტიბის ტურნირზე 75:71 დაამარცხა.

ჩეხეთმა, ორმელმაც 2 დღის წინ რუსეთს მოუგო, გუშინ ლიტვასთან 55:69 წააგო. ესპანეთმა საფრანგეთს 85:76 მოუგო, დანარჩენი თამაშების შედეგებს კი ქვემოთ ნახავთ. საქართველოს ნაკრებს 17 აგვისტოს შემდეგ საკონტროლო მატჩები არ უთამაშია. იგორ კოკოშკოვის გუნდი 26 და 28 აგვისტოს ისრაელთან, ხოლო 1 სექტემბერს ლიტვასთან ისპარინგებს.

ესპანეთი - საფრანგეთი 85:76 (18:18, 16:15, 27:26, 24:17)
ესპანეთი: კალდერონი (21 წ. 5 ქ.), რუბიო (22 წ. 8 ქ. 8 პ. 3 ჩ.), კლავერი (19 წ. 3 მ.), ლული (21 წ. 12 ქ.), მ.გასოლი (30 წ. 12 ქ. 5 მ.); აგუილარი (21 წ. 4 მ.), ფერნანდესი (19 წ. 13 ქ.), როდრიგესი (18 წ. 12 ქ. 3 პ.), რეი (10 წ. 8 ქ. 3 მ.), სან ემეტერიო (13 წ. 10 ქ.), მუმბრუ (7 წ. 5 ქ.).

სლოვენია - ჩერნოგორია 81:74 (24:22, 19:21, 17:11, 21:20)
სლოვენია: ბლაჟიჩი (22 წ. 10 ქ. 4 მ.), გ.დრაგიჩი (21 წ. 7 ქ. 3 მ. 6 პ.), ვიდმარი (17 წ. 7 ქ. 3 მ.), ბალაჟიჩი (11 წ. 3 მ.), ზ.დრაგიჩი (14 წ. 8 ქ. 3 მ.); სლოკარი (15 წ. 4 ქ.), ლაკოვიჩი (19 წ. 5 ქ. 6 პ.), იოკსიმოვიჩი (12 წ.), მურიჩი (18 წ. 13 ქ. 5 მ.), ნახბარი (18 წ. 16 ქ.), დ.ლორბეკი (14 წ. 7 ქ.), ბეგიჩი (19 წ. 4 ქ. 5 მ.).

ლუბლინის ტურნირი (პოლონეთი)
პოლონეთი - უკრაინა 83:84 (21:21, 19:18, 27:18, 16:27)
პოლონეთი: შუბარგა (19 წ. 8 ქ.), პონიტკა (24 წ. 23 ქ.), გორტატი (29 წ. 18 ქ. 5 მ.), კოშარეკი (23 წ. 6 ქ. 5 მ.), კელატი (21 წ. 3 მ.); ჩილინსკი (19 წ. 12 ქ. 3 პ.), ზამოისკი (18 წ. 6 ქ. 4 მ.), იგნერსკი (20 წ. 4 მ.), ვაჩინსკი (16 წ. 7 ქ.), კარნოვსკი (11 წ. 3 ქ.3 მ.).

დიდი ბრიტანეთი - შვედეთი 68:85 (12:27, 17:21, 25:15, 14:22)

სტამბულის ტურნირი (თურქეთი)

ხორვატია - სერბეთი 71:88 (13:21, 22:20, 22:21, 14:26)
ხორვატია: ტომიჩი (21 წ. 8 ქ. 6 მ.), ბოგდანოვიჩი (30 წ. 7 ქ. 5 პ.), ტომასი (22 წ. 16 ქ. 5 მ.), უკიჩი (21 წ. 9 ქ.), მ.დელასი (12 წ. 4 ქ.); ანდრიჩი (15 წ. 4 ქ.), დრეიპერი (19 წ. 11 ქ. 4 პ.), რუდეზი (12 წ.), სიმონი (16 წ. 5 მ.), მარკოტა (16 წ. 3 ქ.), პლანინიჩი (3 წ. 2 ქ.), სარიჩი (12 წ. 2 ქ.).

თურქეთი - ბელგია 77:53 (19:15, 17:10, 17:11, 24:16)

ვილნიუსის ტურნირი (ლიტვა)

ლიტვა - ჩეხეთი 69:55 (14:10, 16:14, 16:13, 23:18)
ჩეხეთი: ბალვინი (10 წ. 2 ქ.), ჰრუბანი (21 წ. 11 ქ.), სატორანსკი (29 წ. 4 ქ. 5 მ. 4 პ.), პ.ჰოუსკა (28 წ. 4 ქ.), ვესელი (26 წ. 6 ქ. 5 მ. 3 ჩ.); პუმპრლა (19 წ. 10 ქ. 5 მ.), ველში (23 წ. 7 ქ. 3 მ.), ბარტონი (14 წ.), იელინეკი (15 წ. 7 ქ.), სვრდლიკი (14 წ. 4 ქ. 3 მ.).

ფინეთი - რუსეთი 73:90 (21:25, 17:23, 11:19, 24:23)

ულმის ტურნირი (გერმანია)

მაკედონია - საბერძნეთი 77:75 (15:17, 19:23, 20:18, 23:17)

გერმანია - ბოსნია-ჰერცეგოვინა 62:73 (20:10, 11:20, 15:20, 16:23)

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული