კოტე ტუღუში: მანუჩარ მარკოიშვილი ისრაელთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 აგვისტოს ისრაელთან საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

იგორ კოკოშკოვის გუნდი თელ-ავივში 24 აგვისტოს ჩავიდა, 25 აგვისტოს კი ქალაქ ელეათს ესტუმრა და მომავალი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

ისრაელში შევეხმიანეთ ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, რომელსც სანაკრებო ამბები გამოვკითხეთ...

- ელეათში თელ-ავივიდან გუშინ, დღის პირველ საათზე ისრაელის ნაკრებთან ერთად ჩამოვფრინდით. გუნდმა საღამომდე დაისვენა და შემდეგ ივარჯიშა. ელეათი პატარა, საკურორტო ქალაქია და აქ დიდი დარბაზი არ აქვთ. ტრიბუნები 2 ათას მაყურებელს იტევს და როგორც აქაურები ამბობენ, დღეს დარბაზი სავსე იქნება.

-
გუნდის წევრები როგორ ფორმაში არიან, მანუჩარ მარკოიშვილს ტრავმა ხომ არ აწუხებს?

- მანუჩარმა გუშინ და დღეს ივარჯიშა, მაგრამ საღამოს, ისრაელის წინააღმდეგ არ ითამაშებს. მას სერიოზული არაფერი აწუხებს, უბრალოდ, პრევენციის მიზნით, მწვრთნელებმა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს, რათა ფეხი არ გაუმიზეზდეს.

- ისრაელთან მომდევნო მატჩი 28 აგვისტოს გაქვთ და მარკოიშვილი არც იქ ითამაშებს?
- არ ვიცით, სავარაუდოდ, მოედანზე გავა, თუმცა მის დატვირთვას მოვერიდებით. რაც შეეხებათ დანარჩენ კალათბურთელებს, ყველა სრულ საბრძოლო ფორმაშია, მათ შორის, რიკი ჰიკმანიც, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ამას წინათ 1 თამაში გამოტოვა.

- ისრაელთან მეორე მატჩი ჰაიფაში გაიმართება...

- ხვალ, დილით გავემგზავრებით ჰაიფაში და საღამოს ვივარჯიშებთ. ზეგ კი ისრაელთან მომდევნო საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. 29 აგვისტოს, დილას კი ლიტვაში გავფრინდებით.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ისრაელი - დავეწიოთ და გავუსწროთ ისრაელს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული