საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მატჩისწინა ვარჯიში გააუქმა

AutoSharing Option
4 სექტემბერს პოლონეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებს თბილისის დროით 12 საათზე ვარჯიში ჰქონდა დაგეგმილი. მოსალოდნელი იყო, რომ მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გუნდს მსუბუქად ავარჯიშებდა, თუმცა...

სლოვენიელების მიერ ევრობასკეტის განრიგში ცვლილება მოხდა და ჩვენი ნაკრების გასწვრივ დაიწერა - ვარჯიში გაუქმებულია.

ასევე მოიქცნენ ხორვატია, ჩეხეთი და პოლონეთი. მხოლოდ ესპანელები და სლოვენიელები ვარჯიშობენ დღეს, თამაშების წინ. მათი წვრთნა დახურულია.

ცვლილების მიზეზი იგორ კოკოშკოვის ასისტენტ კოტე ტუღუშს ვკითხეთ:

- მოგეხსენებათ, პირველი თამაში სწორედ ჩვენსა
და პოლონეთს შორის გაიმართება. შეხვედრა 14:30 საათზე (თბილისის დროით 16:30) დაიწყება და გადავწყვიტეთ, დილა კალათბურთელების დასვენებისთვის გამოგვეყენებინა. ვფიქრობთ, რომ ასე უფრო მომზადებულები შეხვდებიან პოლონეთთან თამაშს.


ვაჟა სიმონიშვილი სლოვენიიდან


ასევე იხილეთ:
საქართველო VS პოლონეთი - წინ! ევროპას პოლონეთით ვიწყებთ
იგორ კოკოშკოვი: პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით

ევრობასკეტი 2013: საქართველოს ნაკრები უკრაინელის თვალით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული