4 სექტემბერს, სლოვენიის ქალაქ ცელიეში, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა პოლონელებს 17 ქულის სხვაობით, ანგარიშით 84:67 მოუგეს.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა კომენტარი გააკეთა:
"პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში აგვისტოს დასაწყისში დავმარცხდით.
მას მერე კარგად შევისწავლეთ მეტოქე და იტალიასთან პოლონელთა გამარჯვების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი - ეს ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი იქნება-მეთქი.
ამიტომ შეხვედრას მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდით.
გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უჩვენო,
განსაკუთრებით, მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი და მიხარია, შერმადინმა უჩვენა - ევროპის ტოპ-ცენტრებს შორისაა".
ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 84:67: საამაყო გამარჯვება [VIDEO]
გახარებულები და გამარჯვებულები გატაროთ ღმერთმა თქვენც,და ყველა ისენიც,ვისაც დღეს თქვენი წარმატება გულით გაუხარდა!