ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "მაიამი" გაანადგურა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი NBA-ში. ქართველი ცენტრის "მილუოკიმ" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "მაიამის" საკუთარ, "ბრედლი სენთერში" ეთამაშა და 109:85 გაანადგურა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ქართველ ცენტრს ბოლო თამაშებში ყოჩაღი გარჯა დაუფასა და თამაში სასტარტოში დააწყებინა.

მართალია, ზაზას მხოლოდ 4 ქულა დაუგროვდა, თუმცა ის დაცვაში, განსაკუთრებით კი ფარქვეშა ბრძოლებში გამორჩეული იყო და მილუოკელთაგან ყველაზე მეტი - 8 მოხსნა დააგროვა.

ზაზამ მთლიანობაში 24 წუთი ითამაშა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. 4 ქულასა და 8 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ
2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მილუოკელთაგან 24 ქულით საუკეთესო კენდალ მარშალი გახდა, ხოლო სამმა კალათბურთელმა - ჯაბარი პარკერმა, გიანის ანტეტოკოუმპომ და კრის მიდლტონმა 14-14 ქულა მიითვალეს.

11 მოგებითა და 10 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული