რევანში გასული პლეი-ოფისთვის? "ბაქსმა" "ჰიტი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 დეკემბერს, "მაიამი ჰიტმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 97:144 დამარცხდა. 

გასულ პლეი-ოფში მარცხისთვის "ირმები" გაორმაგებული მოტივაციით გამოვიდნენ და მეტოქე მისსავე მოედანზე შეარცხვინეს. 

მატჩის საუკეთესო მექულე კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯრუ ჰოლიდეიმაც, რომელმაც თავი 24 ქულას, 3 მოხსნას, 7 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა. აღსანიშნავია, რომ ჯრუმ 6 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. 

მოქმედმა საუკეთესო მოთამაშემ მატჩი აშკარად ჩააგდო. იანისის ანგარიშზე 9 ქულა,
6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

"მაიამის" მხრიდან ახალგაზრდა ვარსკვლავი ტაილერ ჰირო გამოირჩა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა. 

"ბაქსი" 4 თამაშის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 2 მარცხით მე-9 ადგილს იკავებს. 

"ჰიტს" 3 შეხვედრის შემდეგ აქტივში 1 გამარჯვება აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. 

alt"საუკეთესო ახალგაზრდამ" მძიმე ტრავმა მიიღო, მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა [VIDEO]

altარასდროს დანებდე! ანტეტოკუნმპოს გზა გაჭირვებიდან ისტორიაში ყველაზე დიდ კონტრაქტამდე [PHOTO+VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული